ჟერარდ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნეს

ჟერარდ დეპარდიე

ჟერარდ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში (ერთი ქალის მიმართ) დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში ორი ქალი ადანაშაულებდა. ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი  2014 წელს ეხებოდა, ხოლო მეორე – 2021 წელს გადასაღებ მოედანზე მომხდარ შემთხვევას. თავად ჟერარ დეპარდიე ყველა ბრალდებას უარყოფდა.

ცნობისთვის, მანამდე ფრანგი კინომსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ესპანელმა ჟურნალისტმა, რუთ ბასამ. იგი ამტკიცებს, რომ შემთხვევა 1995 წელს პარიზში მოხდა, როდესაც დეპარდიესგან ინტერვიუს იღებდა.

2020 წელს დეპარდიეს ბრალი წაუყენეს მსახიობ შარლოტ არნოს გაუპატიურებაში. საქმე ამ დრომდე არ დაუხურავთ.