სადაც და ვისთანაც არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერასდროს დაისადგურებს - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს გარე ძალების ინტერესებზე, ოპოზიციის ქმედებებზე, შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და გამოწვევებთან გამკლავების გზებზე.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, სადაც და ვისთანაც არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერასდროს დაისადგურებს.

"ისტორიის გადაწერის კიდევ ერთ მცდელობაზე გესაუბრებით, რაც ჩვენს მოწინააღმდეგე რადიკალებს 9 მაისს წელსაც ჰქონდათ. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება და საბედნიეროდ, საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე როგორც დღეს. წელს, 9 მაისს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აღნიშნავდა ჩვენს დიდ გამარჯვებას ფაშისტურ გერმანიაზე და მეორე, პატარა ნაწილი, ევროპის დღის აღნიშვნით გართულ-დაკავებული. როდესაც ნეო ფაშიზმის და სიმართლის ჩახშობის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა დღესაც მოსაგებია, ვერასდროს სადაც და ვისთანაც არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერ დაისადგურებს", - განაცხადა ნონო წილოსანმა.