1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკას მარტივად და პრაგმატულად უნდა შეხედოს.
მისი განმარტებით, საქართველომ ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე იზრუნოს.
"ძალიან მარტივად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ პოლიტიკას. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ვიბრძოლოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, საბოლოოდ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და არა იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ელჩი საქართველოში ან რა რეზოლუციას მიიღებენ ევროპარლამენტში, აშშ-ის კონგრესში თუ რომელიმე ევროპულ პარლამენტში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.