ინფორმაცია მათთვის, ვინც რიკოთის მიმართულებით გადაადგილებას გეგმავს
1766818181
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ განაცხადა.
გამოცემასთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე თავად ტრამპი არ დაადასტურებს ამას.
„მას არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავადასტურებ ამას. ასე რომ, ვნახოთ, რა აქვს“, -განაცხადა ტრამპმა.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარი ხაზს უსვამს, თუ რამდენად არის უკრაინის ბედი დამოკიდებული იმაზე, დაარწმუნებს თუ არა ტრამპს, რომ კიევი საკმარისს თმობს პრეზიდენტ ტრამპის დასაკმაყოფილებლად, რომელიც „პოლიტიკოს“ სტატიის თანახმად, „დროდადრო, თითქოს რუსეთისკენაც იხრებოდა, თუკი ეს ომის დასრულებამდე მიიყვანდა“.
ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ რუსეთმა ძალიან მცირედით დაიხია მისი მაქსიმალისტური პოზიციიდან და რეაგირება არ ჰქონია ბოლოს წარდგენილ წინადადებაზე.
გამოცემასთან საუბარში ტრამპი იმედოვნებს, რომ ზელენსკისთან შეხვედრა პროდუქტიული იქნება.
„ვფიქრობ, მასთან ყველაფერი კარგად ჩაივლის. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება პუტინთან“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, პუტინს „იმდენად მალე გაესაუბრება, რამდენად მალეც მოისურვებს“.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა და ამას „კარგი საუბარი“ უწოდა.