ონისე ოქრიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული განცხადებას ავრცელებს
1784814756
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან და ამერიკულ მხარესთან ომის დასრულების საკითხზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა არ გამორიცხა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან შესაბამისი წინადადება ამერიკული მხარისგან მიიღო და მას უახლოეს მომავალში განიხილავს. ამერიკელები აღნიშნულ წინადადებას მოსკოვთანაც განიხილავენ.
„ვფიქრობ, რომ სამმხრივი შეხვედრა იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი შემოდგომამდე უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე შეუპოვრად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, შეხვედრა ივლისში შედგებოდა. მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.