პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს:
„ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა, რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის ბევრ ქალაქში. ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ერთი წუთის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო დახმარების გაერთიანება.
დღეს უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, თუ შეგიძლიათ დარჩით სახლში, ჩვენ ვმუშაობთ, არმია მზადყოფნაშია. მთელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი მუშაობს. პანიკას ნუ ავყვებით, ჩვენ ძლიერები ვართ მზად ვართ ყველაფრისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ უკრაინა",- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლა დაიწყო. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.