ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ევროპას მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი ზომები

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ევროპას მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი ზომები.

ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივი და მკაცრი პასუხი რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე.

„რუსეთს აუცილებლად ვუპასუხებთ ყველაფერზე, რაც მან გააკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დარტყმები არ დარჩეთ შესაბამისი პასუხის გარეშე. რუსული ტერორის ნორმალიზების მცირედი ეჭვიც არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეკონომიკური სანქციები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე.

ცნობისთვის, ბრიტანეთმა დააწესა სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, რომელიც 30 ხომალდს მოიცავს.