„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, აგრესორი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში აქტიური მოქმედებები წარმოადგენს დასაბუთებულ პასუხს რუსულ შემოჭრაზე.
„მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ მომახსენა, რომ ფრონტზე ვიმყოფებით კურსკის ოლქში და ბელგოროდის ოლქში. ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ მოქმედებებს მტრის ტერიტორიაზე, სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ მოქმედებების მთავარი მიზანია სუმის და ხარკოვის ოლქებში უკრაინული დასახლებების დაცვა, რომლებიც სისტემატურად განიცდიან დაბომბვებს რუსეთის მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პირველად დაადასტურა საჯაროდ უკრაინელი სამხედროების ბელგოროდის ოლქში ყოფნა.