ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც ენდი ბერნემს შეხვდება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ზელენსკი ავრცელებს.

„ჩავედი გაერთიანებულ სამეფოში. ჩემი გრაფიკი მოიცავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან, ასევე, ჩვენს მეომრებთან, რომლებიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, მათ შორის მათთან, ვინც მონაწილეობა მიიღო Sea Breeze-ის წვრთნებში“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ომის წლების განმავლობაში უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მტკიცე ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

„მთავარი პრიორიტეტებია საჰაერო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება და თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოება - ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც აძლიერებს ორივე ქვეყანას. ვაფასებთ იმას, რომ ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ ბრიტანეთის პრინციპულ გადაწყვეტილებებს, ლიდერობას და მხარდაჭერას. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ენდი ბერნემი აპირებს Stone Cloak ტექნოლოგიის უკრაინისთვის გადაცემის გამოცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებას.