ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
1767037889
რუსეთის მორიგი ტყუილი - რა თქმა უნდა, გუშინ გვქონდა შეხვედრა ტრამპთან და რა თქმა უნდა, რუსებისთვის ნებისმიერი წინსვლა და სკანდალის არარსებობა ჩვენსა და ამერიკას შორის, მარცხს ნიშნავს, რადგან მათ არ სურთ ამ ომის დასრულება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ომის დასრულება მხოლოდ მათზე ზეწოლით არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ისინი მიზეზებს ეძებდნენ. სიმართლე გითხრათ, გუშინ გარკვეულ რიტორიკას მაინც ველოდი, თუმცა ხედავთ, რომ ისინი უფრო შორს მიდიან. ახლა, განცხადებებით იმის შესახებ, რომ მათ რეზიდენციებზე თავდასხმა განხორციელდა, ისინი უბრალოდ ამზადებენ ნიადაგს დარტყმებისთვის, სავარაუდოდ დედაქალაქსა და სამთავრობო შენობებზე.
მსგავსი შემთხვევა უკვე გვქონდა სექტემბერში, როდესაც უკრაინის მინისტრთა კაბინეტზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, როგორც გახსოვთ. ამიტომ, ახლა ყველა უნდა იყოს ფხიზლად, აბსოლუტურად ყველა. დედაქალაქზე შესაძლოა განხორციელდეს დარტყმა. მით უმეტეს, რომ ამ ინდივიდმა - თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს - თქვა, რომ ისინი შესაბამის სამიზნეებს შეარჩევენ, რაც პირდაპირი მუქარაა.
ვფიქრობ, დღეს პრეზიდენტი ტრამპი, მისი გუნდი და ევროპელები უნდა ჩაერთონ და იმუშაონ იმ ადამიანებთან, ვინც გუშინ ამბობდა, რომ ომის დასრულება ნამდვილად სურს“, - აღნიშნა მან.