ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ოთხი ქვეყანა, რომლებიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან. როგორც „უნიანი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია აღარ არის საიდუმლო.

„აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია – ისინი იყვნენ გულწრფელები, მათ არ სურდათ ჩვენი ნახვა ნატო-ში. ეს არის ღია საუბარი. ვფიქრობ, საიდუმლო არ არის, რომ ეს არის ის ოთხი ქვეყანა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერჯერობით ვერ ხედავდნენ უკრაინას ნატო-ში“, – თქვა ზელენსკიმ.