გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ,- აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
გენერალ ლეიტენანტის, იგორ კირილოვის თქმით, ატომური სადგურის გაჩერება შესაძლოა, მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდეს, რადგან, როგორც მოსკოვში ამბობენ, უკრაინელები აგრძელებენ ატომური ობიექტის მისამართით სროლას.
თავის მხრივ, კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ატომური სადგურის გარშემო მოვლენების ნებისმიერ სცენარით განვითარებისთვის უნდა იყოს მზად.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ვითარება 5 აგვისტოს შემდეგ დაძაბულია. რუსეთი და უკრაინა სადგურის მისამართით სროლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. კიევში მოითხოვენ, რომ სადგურზე საერთაშორისო ექსპერტები დაუშვან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ატომური სააგენტო მზად არის, ზაპოროჟიეს სადგურზე ჩავიდეს. მისიას სააგენტოს დირექტორი უხელმძღვანელებს.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩასვლა ზაპოროჟიეში კიევიდან მათთვის მიუღებელია.