დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის გადაიარაღება, ამიტომ თავდაცვასა და შეკავებაზე ბევრი ფულის ხარჯვაა საჭირო, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ბრისუელში ევოკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამე განაცხადა.
მისი თქმით, ამასთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის გადაიარაღება. ვფიქრობ, ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ საჭიროა ხარჯვა, ხარჯვა, ხარჯვა – თავდაცვასა და შეკავებაზე. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი და ამასთან ერთად, უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა, რადგანაც ჩვენ გვინდა, მშვიდობა ევროპაში და ამის გაკეთება შეუძლებელია მდგრადი მშვიდობის წინ წაწევის გარეშე“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.