ყველაზე ხანდაზმულ ძაღლს დაბადების დღის წვეულებას გადაუხდიან - ზეიმს 100-მდე სტუმარი დაესწრება

ბობი

ძაღლი, სახელად ბობი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნმა ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ ძაღლად აღიარა, 31 წლის გახდა. 

ძაღლის პატრონი, 38 წლის ლეონელ კოსტა, ბობის დაბადების დღეზე წვეულების მოწყობას გეგმავს. ზეიმზე 100-ზე მეტი სტუმარი მოვა, მათ შორის იქნება ბობის გულშემატკივრები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოფრინდნენ.

ბობმა მთელი ცხოვრება პორტუგალიის ქალაქ ლეირის მახლობლად მდებარე სოფელში გაატარა. ძაღლი არასოდეს ჰყოლიათ დაბმული ჯაჭვზე, ამიტომ ხშირად დადიოდა მეზობელ ფერმებსა და ტყეებში და ურთიერთობდა სხვა ცხოველებთან. ასაკის მატებასთან ერთად ბობი ნაკლებად აქტიური გახდა. ახლა ძაღლს სიარული უჭირს, ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს სახლის ეზოში ატარებს.

კოსტამ აღნიშნა, რომ ბობის არასდროს ჰქონია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. 2018 წელს ძაღლი მხოლოდ ერთხელ მოხვდა ვეტერინარულ კლინიკაში, როცა სუნთქვის გაძნელების გამო გონება დაკარგა. „ბობი განსაკუთრებულია. მას რომ ვუყურებ, მახსენდება ჩემი ოჯახის წევრები, რომელთაგან ბევრი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის: მამა, ძმა, ბებია და ბაბუა. ბობი ჩემი ოჯახის რამდენიმე თაობის სიმბოლოა“, - ამბობს მეპატრონე.