ყველაზე ჩუმი ადგილი მსოფლიოში, რომელმაც შეიძლება ჭკუიდან შეგშალოთ

ჩუმი ოთახი

აშშ-ში, მინესოტაში არის ოთახი, რომელიც ისეთი წყნარია, რომ ცოტა ხნის შემდეგ იქაურობა აუტანელი ხდება. ოთახი ბლოკავს გარე ბგერების 99, 99 პროცენტს და ჯერ ვერავინ ვერ გაუძლო მასში 45 წუთზე მეტი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მშვიდი ადგილი  სამხრეთ მინეაპოლისში, ორფილდის ლაბორატორიაში მდებარეობს. განსაკუთრებული სიჩუმის მისაღწევად ოთახში  მეტრი სისქის მინაბოჭკოვანი აკუსტიკური პლატფორმები, იზოლირებული ფოლადის ორმაგი კედლები და 30 სმ სისქის ბეტონი გამოიყენეს.

„რაც უფრო მშვიდი ოთახია, მით უფრო მეტი რამ გესმის. იწყებ გულის ცემის მოსმენას, ხანდახან იგებ ფილტვების მოძრაობს, ან კუჭის ხმას“, - ამბობენ მისი შემქმნელები.