ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პატარა გოგო დედას გრძელი ფრჩხილების გამო საყვედურობს.
„რატომ იკეთებ შილაკებს? ღილებს ვერ მიკრავ აგერ...“ - ეუბნება პატარა გოგო დედას.
ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა, მაგრამ არც კრიტიკა დააკლეს ბავშვის დედას.
დედა, რომელიც შვილის ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ამბობს, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც უარყოფითი კომენტარი დაუწერეს. ნაწილი ადანაშაულებდა იმის გამო, რომ ბავშვი ასე ნერვიულობდა დედის ფრჩხილების მოვლას.
„გავხსენი ფეისბუქი და რას ვხედავ. მწერდნენ რომ „ცუდი დედა ვარ“, „არ ვიცი ბავშვის აღზრდა“, „რატომ ვიკეთებ შილაკს“, რატომ ვანერვიულებ ბავშვს“, რომ თითქოს ბავშვს ფსიქოლოგი სჭირდება და სტრესულ გარემოში იზრდება“ და ა. შ.
ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. მივდიოდით მცხეთაში სასეირნოდ და მან მოინდომა გამოეყენებინა ჩემი პარფიუმერი, რაზეც ვუთხარი უარი და სანაცვლოდ მან ასეთი საყვედურები მოიფიქრა.
„პალიტრავიდეოსთან“ საუბარში დედა ამბობს, რომ პატარა გოგოს ძალიან უყვარს სიმღერა.