ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და NATO-ს წევრი გახდეს - მარკ რუტე

ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტე

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ნატოს წევრი გახდეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. მარკ რუტეს თქმით, მას სჯერა, რომ მოკავშირეებს შორის უკრაინის დახმარების საკითხზე სრული თანხმობა არსებობს.

„მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც უკრაინა აქ ალიანსის წევრის სტატუსით იქნება და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. პუტინი ვერ გაიმარჯვებს“, - განაცხადა მარკ რუტემ.