„მისი სული უკვე 50-60 წელია აქაა ჩაკეტილი...“ - ანზორ ოდიშარიამ „საქმე გახსნა“
1773518120
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა გააკრიტიკა ისინი, ვისაც რუსეთი “სძულს” და პირობა დადო, რომ მათ "გააქრობს".
„ხშირად მეკითხებიან, რატომ არის "ტელეგრამის" ჩემს არხზე პოსტები ასეთი მკაცრი. პასუხია - მე მძულს ისინი. ისინი დეგენერატები არიან. მათ სიკვდილი უნდათ ჩვენთვის, რუსეთისთვის. სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი გაქრნენ“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მედიის ცნობით, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად ვის მიმართ იყო გაკეთებული მისი ეს განცხადება.