ეპისკოპოსთა დასანიშნად რომის პაპი ქალებს ხმის უფლებას მისცემს

რომის პაპი

რომის პაპი ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსების დანიშვნის პროცესში ხმის უფლებას, ისტორიაში პირველად, ქალებს მისცემს. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ღია ვარ, რომ ქალებს შესაძლებლობა მივცე. ახლა გვყავს ვატიკანის მერის მოადგილე ქალი. ეპისკოპოსთა კრებაში ეპისკოპოსების ასარჩევ კომიტეტში ორი ქალი პირველად დაინიშნება“,  – განაცხადა რომის პაპმა.

კომიტეტის წევრები, რომლებიც ახლა შედგება კარდინალების, ეპისკოპოსებისა და მღვდლებისგან, ჩვეულებრივ იკრიბებიან თვეში ორჯერ რომში. წმიდა საყდრის ცენტრალური ადმინისტრაციის ახალი კონსტიტუცია, რომელიც გასულ თვეში შევიდა ძალაში, საშუალებას აძლევს ნებისმიერ მონათლულ კათოლიკეს, ხელმძღვანელობდნენ ვატიკანის დეპარტამენტების უმეტესობას. ვატიკანში უკვე მუშაობს ორი ქალი: ბარბარა ჯატა, ვატიკანის მუზეუმების პირველი დირექტორი ქალი და კრისტიან მარი, ვატიკანის პრესსამსახურის დირექტორის მოადგილე. ორივე მათგანი პაპმა ფრანცისკემ დანიშნა.