პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რომის პაპ ფრანცისკეს თქმით, გაერო უძლურია, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
არგენტინის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტო Telam-თან მიცემულ ინტერვიუში რომის პაპმა განაცხადა, რომ გაერო-ს კონსტიტუცია „ორგანიზაციას ამგვარ ძალაუფლებას არ ანიჭებს".
პაპმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს ომების თავიდან აცილებაში დახმარება შეეძლო, მას „არ აქვს ძალა, რომ თავისი ავტორიტეტი დაამტკიცოს" უკრაინის ომსა და სხვა კონფლიქტებში მთელი მსოფლიოს გარშემო.
ამასთან, რომის პაპმა საერთაშორისო ინსტიტუტებს გამბედაობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს, სერიოზული კონფლიქტების მოგვარებისთვის საჭიროა.