„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
გასული ოცი წლის განმავლობაში, დასავლურ ქვეყნებში ყელის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, ისე, რომ ზოგი მას ეპიდემიასაც უწოდებს. ამის მიზეზია ყელის კიბოს კონკრეტული ტიპის, ოროფარინგალური (გლანდების ზონა და ყელის უკანა ნაწილი) კიბოს შემთხვევათა დიდი ზრდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ამ კიბოს მთავარი მიზეზია ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), რომელიც ასევე წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მთავარ მიზეზს. აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოროფარინგალური კიბო ახლა უფრო გავრცელებულია, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბო.
ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადაეცემა. ოროფარინგალური კიბოს შემთხვევაში, მთავარი რისკფაქტორია ცხოვრების განმავლობაში სექსუალურ პარტნიორთა რაოდენობა, განსაკუთრებით ორალურ სექსში. მათ, ვისაც ცხოვრებაში ორალურ სექსში ექვსი ან მეტი პარტნიორი ჰყავდათ, ოროფარინგალური კიბოს განვითარების რისკი 8,5-ჯერ მაღალი აქვთ მათთან შედარებით, ვისაც ორალური სექსი არ ჰქონია.
ქცევითი ტენდენციების კვლევებმა აჩვენა, რომ ორალური სექსი ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია. ბირმინგემის უნივერსიტეტის კიბოსა და გენომურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა, ჰიშამ მეჰანამ და მისმა კოლეგებმა კვლევა ბრიტანეთში, დაახლოებით 1000 ისეთ ადამიანზე ჩაატარეს, რომლებსაც ტონზილექტომია (გლანდების ოპერაცია) ჰქონდათ გაკეთებული, ოღონდ არა კიბოს მიზეზით; მათგან 80-მა პროცენტმა აღნიშნა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ორალური სექსი ჰქონია. თუმცა, საბედნიეროდ, მათგან მხოლოდ მცირე რაოდენობას განუვითარდა ოროფარინგალური კიბო. უცნობია, რატომ.
წამყვანი თეორიის მიხედვით, ადამიანის პაპილომავირუსის ინფექცია უმეტეს ჩვენგანს გვხვდება, მაგრამ მთლიანად ვამარცხებთ. თუმცა, მცირე რაოდენობით ადამიანი ინფექციას ვერ ამარცხებს და ამის მიზეზი შეიძლება მათი იმუნური სისტემის კონკრეტულ ასპექტში არსებული დეფექტი იყოს.
ამ პაციენტებში, ვირუსს დაუსრულებლად გამრავლება შეუძლია და დროთა განმავლობაში, შემთხვევითი პოზიციებით ინტეგრირდება მასპინძელ დნმ-ში, რომელთაგან ზოგიერთმა, მასპინძელი უჯრედები შეიძლება სიმსივნური გახადოს.
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, მრავალ ქვეყანაში დანერგილია ახალგაზრდა გოგონების ვაქცინაცია ადამიანის პაპილომავირუსზე. სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები, რომ ის შეიძლება ეფექტიანი იყოს პირში პაპილომავირუსის ინფექციის პრევენციაშიც.
არსებობს იმის მტკიცებულებებიც, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია გოგონებში ვაქცინით დაფარვა (85 პროცენტზე მეტი), „ჯოგური იმუნიტეტი“ ბიჭებსაც იცავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება იმედი, რომ რამდენიმე ათწლეულში შემცირდება ოროფარინგალური კიბოს მაჩვენებელიც.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადმოსახედიდან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ გოგონებში ვაქცინით დაფარვა 85 პროცენტზე მაღალია და თუ ვინმე ამ დაფარულ „ჯოგში“ რჩება. თუმცა, ეს არ გახლავთ დაცვის გარანტია ინდივიდუალურ დონეზე და განსაკუთრებით საერთაშორისო მოგზაურობათა ხანაში; მაგალითად, თუ ვინმეს სექსი ექნება ინდივიდთან, რომლის ქვეყანაშიც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და აშშ-ში პაპილომავირუსზე ვაქცინაციის რეკომენდაცია ახალგაზრდა ბიჭებზეც გავრცელდა, რასაც გენდერ-ნეიტრალურ ვაქცინაციის პოლიტიკას უწოდებენ.