ყატარის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ყატარი

ყატარის ამირი, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვას უგზავნის.

ამის შესახებ ინფორმაციას ყატარის ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სალომე ზურაბიშვილს ამირის მოადგილეც ულოცავს. ასევე ყატარის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც ულოცავს.