ვულკან მაიონის ამოფრქვევის გამო 13 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

ვულკანი

ფილიპინების ყველაზე ცნობილი ვულკანის, მაიონის ამოფრქვევის გამო, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 13 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. როგორც BBC წერს, ლავის ამოფრქვევა კვლავაც გრძელდება.

მაიონის ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა გასულ კვირას დაიწყო. ვულკანის აქტივობის გაძლიერების შემდეგ კი, შაბათ-კვირას მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ამ დროისთვის, ხუთ-სკალიანი შეფასებით, ვულკანის აქტივობა მესამე დონით განისაზღვრება.

სტიქიის ზონიდან 6 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანები იქაურობას სატვირთო მანქანებითა და ეტლებით ტოვებენ.