ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუბარი ომის დასრულების შესაძლო პარამეტრებზე იყო ფოკუსირებული. მისივე თქმით, დელეგაციები საკუთარი ქვეყნის ლიდერებს მოლაპარაკების დეტალებს გააცნობენ და მომდევნო ნაბიჯებს შეათანხმებენ.

რუსულ-უკრაინულ-ამერიკული მოლაპარაკების შემდგომი რაუნდი აბუ-დაბიში მომდევნო კვირას გაიმართება.