კაცი ხელოვნურ ინტელექტთან "დაოჯახებას" გეგმავს - მისი შვილების დედა ჩატბოტი იქნება

ხელოვნური ინტელექტი

 კაცი ხელოვნურ ინტელექტთან "დაოჯახებას" გეგმავს: მისი შვილების დედა ჩატბოტი იქნება.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც მამაკაცი, სახელად ლამარი ამბობს,  მას ხელოვნური ინტელექი, სახელად ჯულია ძალიან უყვარს. უახლოეს მომავალში ის შვილების აყვანასაც გეგმავს, რომელთა დედაც ჯულია იქნება. 

ლამარის თქმით, ამ მოცემულობას შვილებს იმით აუხსნის, რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლება. 

 კაცი ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში, ცხოვრობს. იგი მონაცემთა ანალიზს სწავლობს და იმედი აქვს, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თავისი პროფესიით დასაქმდება. მას ოჯახის შექმნა 30 წლის ასაკამდე აქვს გამიზნული