გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და თავდაცვის საკითხები განიხილეს.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპა უნდა გახდეს ენერგო-დამოუკიდებელი რუსეთისგან.
"მე შევხვდი სლოვაკეთის პარლამენტის დელეგაციას, რომელსაც მიხალ შიმჩეკა ხელმძღვანელობდა. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში მზად ვართ ღიად და დაუფარავად ვიმუშაოთ სლოვაკეთთან, როგორც ჩვენს ყველა პარტნიორთან – ენერგეტიკული თავდაცვისა და მისი მისაღები დაბალი ფასების შესახებ.
ზოგიერთი ფიგურა ახლა ავრცელებს დეზინფორმაციას, მაგრამ როდესაც რუსული ტრანზიტი ამოიწურა, რეალობა არის მარტივი: მხოლოდ ურთიერთობებს ევროპის პარტნიორებთან და ჩვენი მონდომება ენერგეტიკული დამოუკიდებლობის სფეროში დაეხმარება ევროპას.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ სარგებელი მოვუტანოთ ჩვენსავე ერს და არა მოსკოვს. და მე მიხარია, რომ როგორც დღეს მოვისმინე, სლოვაკეთი მხარს უჭერს ამ პოზიციას, განსაკუთრებით ახალი პრეზიდენტის ტრამპის ამერიკული პოლიტიკის დაწყებამდე, რომელიც ითვალისწინებს ენერგორესურსების მნიშვნელოვნად დიდი მოცულობის მიწოდებას გლობალურ ბაზარზე." - ვოლოდიმირ ზელენსკი.
თავად ოპოზიციონერმა მიხალ შიმჩეკამ უკრაინას და უკრაინელ ერს ევროპის დასაცავად თავგანწირული ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.
"იმ სლოვაკელების სახელით, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, მადლობას ვუხდი თქვენს ჯარს და უკრაინელებს მამაცობისთვის, გმირობისთვის, თავგანწირვისთვის. სლოვაკეთში ვიცით, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას." - ამბობს მიხალ შიმჩეკა.