რა მოხდა 2 ივნისს სანაპიროზე, რა დროსაც მანქანა მტკვარში გადავარდა - გამოძიების ვერსია
1780689098
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები ახლა თავად უნდა გაერკვნენ ომის საკითხში. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, სურს თუ არა მას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს თავდაპირველად აშშ-ს მონაწილეობის გარეშე შეხვდნენ.
„არ მაქვს პრეტენზია. დაე, თავად გაერკვნენ. სწორედ მე მივიყვანე ისინი ამ მდგომარეობამდე, და მგონია, რომ ყველაფერი მოგვარდება“, – უპასუხა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ახლა ახლოვდება მომენტი, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხი გადაწყდება.
„ეს არის ომი, რომელიც არასოდეს არ უნდა მომხდარიყო. ის არასოდეს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი მოგვარდება“, – თქვა ტრამპმა.