ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. კრემლის ლიდერის განკარგულებით, დღეიდან 15 ივლისამდე სამხედრო სამსახურში იქნება გაწვეული 18-დან 30 წლამდე ასაკის 160 000 მოქალაქე, რომლებიც რეზერვში არ იმყოფებიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით წვევამდელთა რაოდენობა გაზრდილია.