ხანძარი ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში - არის მსხვერპლი

ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი „ალანია მოლში“ გაჩნდა. ადგილზე სამართალდამცავი და სამაშველო სამსახურები მუშაობენ და ოპერატიული შტაბი შეიქმნა. მაშველები ამოწმებენ შენობას და ეძებენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა, იქ არიან დარჩენილი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარია სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე და სახურავზე. ცეცხლი, სავარაუდოდ, 800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

წინასწარი ინფორმაციით, „ალანია მოლის“ მეოთხე სართულზე გაზი აფეთქდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში უარყოფენ ინფორმაციას ტელეანძის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შესახებ და მოსახლეობას მოუწოდებენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გაავრცელონ ყალბი ამბები.