ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
თუ არ აქვს ამის უფლებამოსილება, იძახოს რამდენიც უნდა. პრემიერის დანიშვნას ხომ აწერს ხელს, ადგეს და გვარამიას დანიშვნას მოაწეროს ხელი, გვარამიააო პრემიერი თქვას და ითამაშონ მერე სახლობანა, ან მთავრობანა, შეიკეტონ და ჩაატარონ პარლამენტის სხდომები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მდინარაძე გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.
„მე მთელი სერიოზულობით შემიძლია ავხსნა, რომ არის სამი საფუძველი, რომლის შემთხვევაში ხდება ახალი არჩევნების დანიშვნა და არცერთი შემთხვევა სახეზე არ არის - არ გაუბათილებია ცესკოს, არ უთქვამს სასამართლოს, რომ ბათილია, არ გასულა ვადა და ა.შ. შეიძლება ვილაპარაკოთ ამის საფუძვლებზე და ავუხსნათ მოსახლეობას, მაგრამ იურისტებიც ხომ გვისმენენ, შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ რადგან ასე სერიოზულად ლაპარაკობს მდინარაძე, იურისტი, ესე იგი რაღაც ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. პრემიერი დანიშნოს მაშინ, თუ ამ ყველაფერს საფუძველი არ სჭირდება, გააკეთოს ყველაფერი. მთავარსარდალიც წერია, შეუძლია ჯარი გამოიყვანოს? არ შეუძლია. ეს არის ფორმალური ცერემონიული უფლებამოსილებები, რომელსაც ცივილიზებულ საპარლამენტო ქვეყნებში ასე სცნობენ და ახლა, მათ თუ უნდათ ახალი პრეცედენტი შექმნან, ითამაშონ თავისთვის. შეუძლებელია ამგვარი ინტერპრეტაცია, ეს იქნება სიგიჟე, რომელიც დაკვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება და თუ მრავალწლიანი პატიმრობისთვის მზად არის და მიდის ამაზე, მისი ნებაა, ჩვენ ხომ არ დავუშლით. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, ჩაიდინოთ დანაშაული, გაძარცვოთ ადამიანი, მაგრამ წინასწარ უნდა იცოდეთ რომ ძარცვისთვის არის პასუხისმგებლობა და აღმოჩნდებით გისოსებს მიღმა“, - განაცხადა მდინარაძემ.