7 ნივთი, რომელთა სახლიდან გატანა მაისში კატეგორიულად აკრძალულია, რათა პრობლემები არ შეგექმნათ
1745960367
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში ომის საკითხზე გარღვევა ძალიან მალე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რამდენი დრო დაუთმოს ამ საკითხს. აღნიშნულის შესახებ რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, ვიცით, სად არის უკრაინა და სად არის რუსეთი, სად არის პუტინი ამჟამად. ისინი კვლავ შორს არიან ერთმანეთისგან. უფრო ახლოს არიან, მაგრამ მაინც შორს არიან. საჭიროა ნამდვილი გარღვევა ძალიან მალე, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, კიდევ რამდენი დრო დავუთმოთ ამას“, – განაცხადა რუბიომ.
მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ასევე ისაუბრა ჩინეთთან ურთიერთობის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ვაჭრობის საკითხზე ჩინეთს სურს აშშ-თან საუბარი.
„ჩინელები გვთხოვენ შეხვედრას, სურთ საუბარი. გვყავს ადამიანები, რომლებიც ამაში არიან ჩართული. ჩვენი ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ჩართულია ამ ძალისხმევაში და ეს საუბრები მალე გაიმართება. კიდევ ორი წელი ამ მიმართულებით და ჩვენ დიდ პრობლემებში აღმოვჩნდებით, ნამდვილად დამოკიდებული ვიქნებით ჩინეთზე“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.