შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შოთა ბერეკაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან გამოსვლაში ხაზი გაუსვა სადაზღვევო სექტორის მზარდ მნიშვნელობასა და ამ სფეროში კონკურენციის როლს:
"სადაზღვევო სექტორი დინამიურად განვითარებადი სფეროა, სადაც ჯანსაღი კონკურენცია განაპირობებს ბაზრის სტაბილურ ზრდას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისების მრავალფეროვნებას, რაც საბოლოოდ მომხმარებელთა კეთილდღეობას ემსახურება.— აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორიც იყო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისთვის დაზღვევის სფეროში არსებული პრიორიტეტების, მისი როლისა და მნიშვნელობის წარდგენა.