ვიქტორ ორბანი: ევროპული საბჭოს სამიტები ომის საბჭოს შეხვედრებადაა ქცეული

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ლიდერების სამიტები ომის საბჭოს შეხვედრებადაა ქცეული.

ორბანი ევროკავშირს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს.

უნგრეთის პრემიერი ასევე აკრიტიკებს უკრაინის ფინანსური დახმარების გეგმას და ამბობს, რომ ეს ევროკავშირის ეკონომიკას დაანგრევს.

ორბანის მონაცემებით, უკრაინას მომდევნო 10 წლის განმავლობაში 800 მილიარდი ევროს უცხოური დახმარება სჭირდება.