„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს გამარჯვებას ულოცავს.
როგორც ორბანი სოციალურ ქსელში წერს, ეს დიდი ნაბიჯია ჩეხეთის რესპუბლიკისთვის.
„სიმართლემ გაიმარჯვა. ანდრეი ბაბიშმა ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნები დამაჯერებელი უპირატესობით მოიგო. ეს დიდი ნაბიჯია ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის. გილოცავ, ანდრეი“, – დაწერა ორბანმა X-ზე.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერმა ბიზნესმენმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გაიმარჯვა, თუმცა მისმა პოპულისტურმა პარტია ANO-მ ვერ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა.
საარჩევნო უბნების 99.5%-ის დათვლის შედეგებით, ბაბიშის ANO-მ ხმების 34.7% მიიღო, რითაც პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას კონსერვატიულ კოალიციას „ერთად“ დიდი უპირატესობით აჯობა, რომელმაც ხმების 23.2% მოიპოვა.
ANO პარლამენტის 200-ადგილიან ქვედა პალატაში 80 ადგილს დაიკავებს. „ბიბისის“ ცნობით, ბაბიში მოლაპარაკებებს დაიწყებს ორ მცირე მემარჯვენე პარტიასთან. ბაბიშს უმრავლესობისთვის ორივე პარტიასთან ალიანსი სჭირდება.