ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

ორბანი

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

„მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას", - განაცხადა ორბანმა.

დღეს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა. ამომრჩეველთა აქტივობამ 77.8% შეადგინა. უკვე დათვლილი ხმების მიხედვით, პარტია „ტისამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.