1692302192
კანდიდატების ვინაობა ცნობილია - ვინ იქნება შემდეგი რომის პაპი?

ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, კონკლავი მიმდინარეობს.
სიქსტის კაპელის კარები გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია, რაც საიდუმლო პროცესის დაწყებას გულისხმობს. ახალ პონტიფიკოსს 133 კარდინალი აირჩევს.
სრული საიდუმლოების უზრუნველსაყოფად, კონკლავის დროს სიქსტის კაპელა სრულად ჩაკეტილია.
„გარდიანი“ ავრცელებს იმ სასულიერო პირების ჩამონათვალს, რომელთაგანაც ერთ-ერთი რომის პაპი გახდება.
პიეტრო პაროლინი, 70 წლის, იტალია;
ლუის ანტონიო ტაგლე, 67 წლის, ფილიპინები;
პიტერ თურქსონი, 76 წლის, განა;
რობერტ ფრენსის პრევოსტი, 69 წლის, აშშ;
პეტერ ერდო, 72 წლის, უნგრეთი;
მატეო ზუპი, 69 წლის, იტალია;
ხოსე ტოლენტინო კალაჩა დე მენდონსა, 59 წლის, პორტუგალია;
მარიო გრეჩი, 68 წლის, მალტა;
პიერბატისტა პიცაბალა, 60 წლის, იტალია;
რობერტ სარა, 79 წლის, გვინეა.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დაკრძალული.