ვინ არის ქალი, რომელიც შიშველი და ნაწამები „ჰამასის" პიკაპით გადაჰყავთ

ჰამასი

ისრაელში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო შეძრა. ყოველდღიურად ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა. სადაც ჩანს თუ როგორ ექცევიან დაჯგუფება „ჰამასის" წევრები მშვიდობიან მოსახლეობას. 

განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია ვიდეომ, სადაც „ჰამასის" კუთვნილი პიკაპის უკანა ნაწილზე შიშველი ქალის სხეული ჩანდა. 

როგორც გამოცემა „დეილი მეილი წერს",  ცხედარი გერმანელ ტატუ არტისტს ეკუთვნის, რომელიც ისრაელში „მშვიდობის ფესტივალზე" დასასწრებად იმყოფებოდა

გამოცემის ცნობით, 30 წლის შანი ლუკი თავდამსხმელებმა შეიპყრეს.

„ჰამასი" ამტკიცებდა, რომ პიკაპის უკანა ნაწილზე განთავსებული  შიშველი ცხედარი ისრაელელ ქალ ჯარისკაცს ეკუთვნოდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით, გერმანელმა ტომასინა ვეინტრაუბ ლუკმა დაადასუტრა, ქალი მისი ბიძაშვილი იყო:

„ის ნამდვილად შანია. მშვიდობის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა. ეს ჩვენი ოჯახის კოშმარია".

ასევე ნახეთ:

VIDEO: უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, „გორდელა“ ბუნკერში მყოფებს სიმღერით ამხნევებს

VIDEO: ვრცელდება მოკლული, 14 წლის გოგოს კადრები

VIDEO: ვინ არის ქალი, რომლის ხმასაც მეტროში ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ისმენს