ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ვრცელდება საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს კადრები, ვიდეოს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა აქვეყნებს.
ცნობისთვის, 14 წლის გოგო, რომელიც გუშინ მოკლეს, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო. არასრულწლოვანი ცდილობდა მამაკაცისგან თავი დაეღწია და მშობლების სახლში დაბრუნებულიყო, რის გამოც, მათ შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირი იყო.
არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. არასრულწლოვანი 2 თვის „გათხოვილი“ იყო, კაცმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. 28 წლის მამაკაცი მკვლელობის შემდეგ მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ასევე ნახეთ:
დაღუპულია სულ მცირე 232 პალესტინელი - პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი
VIDEO: ვინ არის ქალი, რომლის ხმასაც მეტროში ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ისმენს