1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, „გორდელა“ ბუნკერში მყოფებს სიმღერით ამხნევებს. კადრები ჯგუფის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.
„არ შეშინდეთ მეგობრებო, უსაფრთხო ბუნკერში კი ვცდილობთ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და უცხო ადამიანების განწყობაზე,“ - წერს ჯგუფი.
ვრცლად ⇓
ბოლო მონაცემებით, ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ღაზას სექტორში მდებარე ორ მაღალსართულიან შენობაზე, რომლებსაც ჰამასის ტერორისტები სამხედრო შეიარაღების შესანახად იყენებდნენ.
"ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია განზრახ ათავსებს თავის სამხედრო აქტივებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი დასახლებების ცენტრში", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალები.
დარტყმის დაწყებამდე ისრაელის სამხედროებმა შენობის მცხოვრებლები წინასწარ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.