ვინ არის ჰამასის ლიდერი, რომელიც ყველაზე სასტიკი თავდასხმების უკან დგას

დეიფი

ლიდერის ვინაობა, რომელიც ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების უკან დგას, იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მისი მხოლოდ რამდენიმე ფოტო არსებობს, მათ შორის — შავი სილუეტი, რომელსაც, პერიოდულად, პალესტინაში მისი მხარდამჭერები დემონსტრაციების დროს, ტრანსპარანტებზე იყენებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოჰამედ დეიფი, ღაზის სექტორში, ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერია.

2015 წელს, აშშ-ის ხელისუფლებამ დეიფი საერთაშორისო ტერორისტად გამოაცხადა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებსა და ისრაელელი სამხედროების გატაცებაზე პასუხისმგებელ პირად ცნო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 2014 წელს, ღაზაში ომის დროს, დეიფი ჰამასის თავდასხმის სტრატეგიას უძღვებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დეიფის როლი უმნიშვნელოვანესია ჰამასის ყველაზე ცნობილი თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ის ყველასთვის მიუწვდომელ და მოუხელთებელ ადამიანად რჩება.

ყოველთვის უცნობია მისი კონკრეტული ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, ამიტომ შეარჩია სახელად "დეიფი", რაც "სტუმარს" ნიშნავს.

ჰამასის ლიდერი არასდროს ჩნდება საჯაროდ და არავინ იცის მისი ნამდვილი სახელი.
დეიფის რამდენიმე ფოტო არსებობს მხოლოდ, მათ შორის, მისი ახალგაზრდობის ფოტო, სადაც, დაახლოებით 25 წლამდეა, კიდევ ერთი ფოტო - ნიღბით აქვს გადაღებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

"თუნდაც ახლოს ყუმბარა აფეთქდეს, ტყვია გავარდეს - ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება…" - მამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით

"ბოლო ჟამს უფალი თავის ხალხს ისეთ სასწაულებს გაუკეთებს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს გეყოფა; პროდუქტს ასხურეთ ნაკურთხი წყალი და განიწმინდება" - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი

შეხედავ და თითქოს ჩვეულებრივი ტყავის ქამარია, მაგრამ... “ - ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი სასწაულებს ახდენს