VIDEO: ზოოპარკში მაიმუნმა ტელეფონი მოიპარა და 911-ზე დარეკა

მაიმუნი

კალიფორნიაში, ზოოპარკის ერთ-ერთმა ბინადარმა გოლფის ელექტრომობილიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და გადაუდებელი დახმარების ნომერზე - 911-ზე დარეკა.

შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც შესული ზარი სწრაფად გაითიშა, გადაწყვიტეს, იმ ადგილას წასულიყვნენ, საიდანაც ზარი მიიღეს.

ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ 911-ზე ზოოპარკის ბინადარმა მაიმუნმა დარეკა.