VIDEO: ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რა ხდებოდა მიწისძვრის პირველ წუთებში - იაპონიაში, დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

მიწისძვრა იაპონიაში

იშიკავას პრეფექტურის ოფიციალურ წარმომადგენელთა ცნობით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 48 ადამიანი დაიღუპა. მათივე თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება და რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

უახლესი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ყველაზე დიდი ქალაქ ვაჯიმაშია, სადაც ოფიციალურად 15 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. მიწისძვრის შედეგად სხვა არაერთი ქალაქი და დასახლებაა დაზარალებული.

დაახლოებით 33 000 ოჯახმა გასული ღამე ელექტროენერგიის გარეშე გაატარა, შეზღუდულია წყლის მიწოდებაც.

1-ელ იანვარს ცენტრალურ იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ იაპონიის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია.