VIDEO: VR სიმულაცია ადამიანს საშუალებას აძლევს „სიკვდილი განიცადოს“

სიმულაცია

VR სიმულაცია ადამიანს საშუალებას აძლევს „სიკვდილი განიცადოს“. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მელბურნის ეროვნულ გალერეაში თანამედროვე მხატვარმა შონ გლადველმა სიკვდილის სიმულაციის გათამაშება გადაწყვიტა - გაფართოებული რეალობის მეშვეობით, ვიზიტორებს შეუძლიათ, რეალობას მიმსგავსებული განცდებით წარმოიდგინონ, როგორი შეგრძნებები ეუფლება ადამიანს სიცოცხლის ბოლოს.

როგორც გალერეაში აღწერენ, სიმულაცია, სახელწოდებით Passing Electrical Storms, ერთდროულად მედიტაციური და შემაშფოთებელია. ვიზიტორები საწოლზე წვებიან სიუჟეტი კი ამ სცენარს მიჰყვება: ირგვლივ სამედიცინო მონიტორებია განთავსებული, რომელიც გულის რიტმს აკონტროლებს. საწოლის ვიბრაცია კი იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს გულის შეტევა აქვს - ექიმები ყველაფერს აკეთებენ პაციენტის გადასარჩენად, მაგრამ ყველაფერი უშედეგოა. ასე ინაცვლებს ნელ-ნელა რაღაც უხილავისკენ.

მსგავსი სიმულაცია ბევრისთვის ემოციურად რთულად გადასატანია, მაგრამ როგორც თავად არტისტი აღნიშნავს, ეს იდეალური საშუალებაა შიშებთან თვალის გასასწორებლად და იმის გასაგებად, რეალურად რა გვინდა ცხოვრებაში. თითქოს, მთელი სიმძაფრით გრძნობ გარდაცვალებას და ერთიანად გახსენდება, რა ვერ მოასწარი, რის გაკეთებას ისურვებდი, რეალურად რა გინდოდა ცხოვრებაში, რა გაკლია, რისთვის ხარ მადლიერი და ა. შ.