კორეაში ქორწილის დაწყებამდე ბიჭის მეჯვარეები მას ტერფებზე თევზით სცემენ – უცნაური საქორწილო ტრადიციები

ucnauri wesebi

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქორწილი ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ოჯახური ცხოვრებისკენ მიმავალ გზას წყვილები სხვადასხვანაირად იწყებენ.

  • ჩინეთში თუჯიას მცხოვრებლებისთვის საქორწილო სამზადისი ცრემლებით იწყება. წესის მიხედვით, ცერემონიამდე 30 დღით ადრე საპატარძლომ დღეში ერთი საათი მაინც უნდა იტიროს. მოგვიანებით კი მას ოჯახის წევრებიც უნდა შეუერთდნენ. მიჩნეულია, რომ პატარძალი ამ ჟესტით მშობლების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და მომავალი ბედნიერი ქორწინებისთვის ემზადება.

 

  • კენიაში ფემინიზმი იმარჯვებს, უძველესი ჩვეულების მიხედვით, შეუღლების შემდეგ ქმარი ვალდებულია 1 თვე ქალის ტანისამოსი ეცვას და მის მოვალეობებს ასრულებდეს, რათა მთელი ცხოვრება ახსოვდეს, როგორია ქალად ყოფნა.

 

  • არანაკლებ უცნაური და სახალისო საქორწილო ტრადიცია აქვთ კორეელებს. ქორწილის დაწყებამდე ბიჭის მეჯვარეები მას ტერფებზე ჯოხით, ქამრით ან გამხმარი თევზით სცემენ. მიიჩნევა, რომ ეს ყველაფერი მომავალ სიძეს უფრო ძლიერს ხდის და მყარი ქორწინების გარანტია.

 

  • ნიგერიაში კი სილამაზის განსხვავებული იდეალები აქვთ. მიიჩნევა, რომ თუ კი პატარძალი ქორწილამდე წონაში არ მოიმატებს და ე.წ. მრგვალ ფორმებს არ დაიყენებს, სიძეს უფლება აქვს ის უკან მიაბრუნოს. ნიგერიაში სჯერათ, რომ გამხდარ ქალებთან ქორწილი უბედური იქნება.

 

  • შოტლანდიაში კი ნეფე-დედეოფალს  მეგობრები ნაგავსა და დამპალს საკვებს აყრიან. ტრადიციის მიხედვით, თუ წყვილი ამგვარ მოპყრობას გაუძლებს, მათი ოჯახური კავშირი მყარი იქნება.

 

  • უცნაურ საქორწილო ტრადიციების ნუსხას არც შვედეთი ჩამორჩება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შვედეთში, როდესაც პატარძალი ან სიძე საქორწილო დარბაზს ტოვებს, სხვებს უფლება აქვთ მარტოდ დარჩენილს აკოცონ. უფრო მარტივად რომ გითხრათ, თუ სიძე გავა, მაშინ ცერემონიაზე დამსწრე ყველა მამაკაცს შანსი აქვს პატარძალს აკოცოს და პირიქით.

 

  • ინდონეზიაში კი ახალდაქორწინებულებს სამი დღის განმავლობაში ტუალეტის გამოყენება ეკრძალებათ. ამ პერიოდის განმავლობაში წყვილის ოჯახის წევრები მათ აკვირდებიან. მიაჩნიათ, რომ თუ ისინი მოთმინებას გამოიჩენენ, ძალიან ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება ექნებათ.

 

  • ნამიბიაში კი ფატის მაგივრად პატარძალს სპეციალურ თავსაბურავს ახურავენ, რომელსაც „ეკორი“ ჰქვია. ის ცხიმში, ფისსა და ხნაში ამოვლებული თხის კანისგანაა დამზადებული.

 

  • კუნძულ იავაზე კი ქორწილის რეგისტრაციისთვის მსურველებმა ფულადი თანხის მაგივრად 25 ცალი ვირთხის კუდი უნდა „გადაიხადონ“. საინტერესოა რა მოგებას ნახულობს სახელმწიფო.

 

  • ინდოეთში კი მარსისა და სატურნის კომბინაციის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს, ე.წ. მაგლიკებს პირველად ხეზე აქორწინებენ. ქორწილის შემდეგ კი ხეს ჭრიან და წვავენ. მიაჩნიათ, რომ მაგლიკები ქმრებისთვის სიკვდილის მომტანები არიან, ამიტომ სანამ ისინი ვინმეს ცოლები გახდებიან, ჯერ ხეზე უნდა იქორწინონ.