პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 619 აბი “სუბუტექსი” ამოიღო
1757081997
რვა წევრისგან შემდგარი ემიგრანტის ოჯახი ძლიერმა ტალღებმა წაიღო ომანში. სამოქალაქო თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების ორგანომ განაცხადა, რომ მათგან მხოლოდ სამის გადარჩენა მოახერხა და ხუთს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა კვირას მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ წაიღო ადამიანები ტალღამ.
პოლიცია აზიურ ოჯახს ეძებს, მათ შორის სამი ბავშვია. ომანმა დროებით დახურა ყველა ტურისტული ადგილი სულთანატის მასშტაბით არასტაბილური ამინდის გამო.