მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
ამერიკელი ტურისტი ვულკან ვეზუვის კრატერში ჩავარდა მაშინ, როდესაც ტელეფონის ამოღებას ცდილობდა. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, 23 წლის კაცი ვულკანთან იმ ბილიკზე სეირნობდა, სადაც გადაადგილება აკრძალულია და ტურისტებს გამაფრთხილებელი ნიშნებიც აფრთხილებს. თუმცა, კაცმა და მისმა თანამგზავრებმა მაინც ეს მარშრუტი აირჩიეს.
კრატერში ჩავარდნის შემდეგ კაცს ხელებსა და წელზე მხოლოდ რამდენიმე ჩალურჯება აღენიშნებოდა. სამედიცინო დახმარება მას ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა აღმოუჩინა. კლინიკაში გადაყვანაზე ტურისტმა უარი განაცხადა. შესაძლოა, იტალიის პოლიციამ მას ბრალდებაც წაუყენოს აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლის გამო.