ვის მოუწევს განსაცდელის გავლა - რა არ უნდა სთხოვოთ ღმერთს
1730491606
თინეიჯერი დედა, რომელმაც გამოსაშვებ საღამოზე ძიძა ვერ იპოვა, წვეულებაზე თავის პატარა შვილთან ერთად წავიდა. გოგონას შესახებ უცხოური მედია წერს, სადაც ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტოებიც ქვეყნდება.
მელისა მაკკაბი 14 წლისა დაორსულდა და 2020 წლის ნოემბერში არტური შეეძინა.
მიუხედავად იმისა, რომ მან ასეთ ადრეულ ასაკში გააჩინა შვილი, ამბობს, რომ მისი სურვილი იყო, ასეთ საპატიო დღეს შვილთან ერთად ყოფილიყო.
„როდესაც გამოსაშვები საღამო მოვიდა, მინდოდა, ის ჩემი გამოსაშვები დღის ნაწილი ყოფილიყო. კოსტიუმი შეუკვეთე და თან წავიყვანე. ყველა მასწავლებელი ამბობდა, როგორ მშვენივრად გამოიყურებოდა. გულწრფელად ძალიან საყვარელი იყო მისი ჩემთან ერთად ყოფნა და ერთად ფოტოების გადაღება“,- ამბობს მელისა.
მან ასევე გააზიარა ვიდეო, რომელსაც უკვე აქვს 220 ათასზე მეტი მოწონება და განსაცვიფრებელი 1.6 მილიონი ნახვა.
მელისა ამბობს: „არტური 15 წლის ასაკში გავაჩინე. მისი მამა აღზრიდს პროცესში ჩართული არ ყოფილა. ეს მე გავაკეთე დამოუკიდებლად, ჩემი ძმისა და რძლის მხარდაჭერით. ძნელი იყო, რადგან ყველა მეუბნებოდა, რომ ამ ნაბიჯით ცხოვრებას ვინადგურებდი. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ის ჩემი პატარა ძმაა და როცა ვეუბნები, რომ შვილია, მათი დამოკიდებულება სრულიად იცვლება“,- ამბობს გოგონა.