ვიდეო - პალესტინელების ემოცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ

ზეიმი გაზაში

"ამას დიდი ხანია ველოდებით, საბოლოოდ, უდარდელად დავდებ თავს ბალიშზე," - ამბობს 17 წლის პალესტინელი გოგონა.

ის არის ერთ-ერთი იმ მილიონობით პალესტინელიდან ღაზაში, რომელიც ზეიმობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელზეც ისრაელი და "ჰამასი" ოთხშაბათს, 15 თვიანი ომის შემდეგ შეთანხმდნენ.

ღაზაში მყოფებმა ისაუბრეს თავიანთ სიხარულზე და ასევე თავიანთ მწუხარებაზე, რადგან ისინი დაღუპულ ახლობლებს გლოვობენ.

ისრაელმა და ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" მძევლების გათავისუფლების და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. "ჰამასმა" მძევლების ეტაპობრივი გათავისუფლება 19 იანვარს უნდა დაიწყოს. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარია ადასტურებს. საინფორმაციო სააგენტო "ფრანც პრესი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასათავისუფლებელი მძევლების პირველი ჯგუფი 3 ისრაელელი ქალი სამხედროსგან შედგება. "ჰამასი" მათ საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის, ეგვიპტის და კატარის მისიას გადასცემს. გათავისუფლებულებს ჯერ ეგვიპტეში შემდეგ კი ისრაელში გადაიყვანენ.