მალე გნახავთ... - ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფანებს მიმართავს

ხვიჩა კვარა

პარი სენ-ჟერმენის ახალწვეულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ PSG TV-ს პირველი ინტერვიუ მისცა. ქართველი ფეხბურთელი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და საკუთარ გრძნობებს გვიზიარებს.

ხვიჩა, როგორი გრძნობაა პსჟ-ში გადმოსვლა?

"ამ გუნდის მაისურის ტარება დიდი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაში ჩემი ოცნება იყო. ძალიან ამაყი და უბედნიერესი ვარ. ერთად ოცნებების ასახდენად ვიბრძოლებთ."

რამ გადაგაწყვეტინათ ეს ტრანსფერი?

"კლუბის პროექტმა დამარწმუნა, რომ პსჟ ამერჩია. ვიცი, გუნდს რისი მიღწევა სურს და ფეხბურთელებთან როგორ მუშაობს. ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. აქ ბევრ დიდებულ მოთამაშეს უასპარეზია, ამიტომ, როცა პარიზში გადმობარგების შესაძლებლობა მომეცა, ბევრი არ მიფიქრია."

პსჟ-ის კამპუსი მოინახულეთ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

"კამპუსი შესანიშნავია - ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება. ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც განვითარება სჭირდებათ, და ამისთვის პირობები აქვთ: ეს მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ისევე პროფესიონალური გუნდისთვის."

რას ეტყვით ფანებს?

"მსურს, ქომაგებს მალე შევხვდე და მათთან შესანიშნავი ემოციები გავიზიარო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გულშემატკივრებს ვუერთდები. მალე გნახავთ."

გაგრძელება

წყარო: