VIDEO: ნახეთ როგორ გადაჰყავთ სალვადორის ციხეში უსასტიკესი კრიმინალური დაჯგუფების 2 000 წევრი

ციხე

სალვადორის მთავრობამ ათასობით ეჭვმიტანილი, რომლებსაც ბრალად კრიმინალური დაჯგუფების წევრობა ედებათ ახლად გახსნილ „მეგა-ციხეში“ გადაიყვანა.

ეს სალვადორის კრიმინალთან ბრძოლის ახალი მიდგომის ნაწილია. „მეგა-ციხის“ გახსნა აუცილებელი გახდა, რადგან ციხეებში პატიმრების რაოდენობის სიჭარბის გამო ადგილები აღარ იყო.

„ეს მათი ახალი სახლი იქნება. აქედან ისინი ვერ შეძლებენ მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას“, - წერს სალვადორის პრეზიდენტი, ნაიიბ ბუკელე Twitter-ზე და პატიმართა ციხეში გადაყვანის ამსახველ კადრებს ავრცელებს.